ლანჩხუთში სატვირთო მანქანა ხიდიდან გადავარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში სატვირთო მანქანა ხიდიდან გადავარდა

ლანჩხუთში, უკვე მესამე დღეა ხიდიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ვერ ამოჰყავთ.

სოფელ გულიანში მძიმეწონიანი მანქანა ხიდიდან მას შემდეგ გადავარდა, როცა ავტომაგისტრალისთვის ინერტულ მასალას ეზიდებოდა.

როგორც თვითმხილველები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა  და ხიდზე გადავარდა. მძღოლი მსუბუქად არის დაშავებული: "აქ გზა უკვე გამოსულია მწყობრიდან. სულ გააფუჭეს ამ სატვირთოებმა ასფალტი. ორმოებია გზაზე. დატვირთული იყო მანქანა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა ხიდიდან. მესამე დღეა ასეა და ვერ ამოჰყავთ. რამდენჯერ გავაპროტესტეთ ამ მანქანების მოძრაობა სოფლების გზაზე, დაგვპირდებიან პრობლემის გადაჭრას და მორჩა. არავის არ ახსოვვს მერე, რაც დაგვპირდა"-გვეუბნებიან ადგილობრივები.

ლანჩხუთში ავტობანის მშენებლობას ათეულობით სატვირთო მანქანა ემსახურება და ყოველდღიურად სოფელ ბაილეთიდან ოზურგეთი-სუფსის ავტომაგისტრალზე ინერტულ მასალას ეზიდებიან. 

სოფელ გულიანსა და ნინოშვილში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია  რამდენჯერმე გამართა, სწორედ იმის მოთხოვნით, რომ მძიმეწონიანი მანქანები გზების დაზიანების გარდა, საცხოვრებელ სახლებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან, რადგან ისედაც მეწყრულ ზონებში მუდმივად დატვირთული მანქანების მოძრაობა, რისკის ფაქტორებს აჩენს. 

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სატვირთოებისთვის ალტერნატიული გზის გაკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამის დაპირება იყო. 

'.$TEXT['print'].'