ბჟუჟჰესის, ვაკიჯვრის, აჭისა და ნატანების მიმართულებით მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება
ბჟუჟჰესის, ვაკიჯვრის, აჭისა და ნატანების მიმართულებით მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად 5 ავტობუსი გადმოსცა ამათგან 4 სოფლების მიმართულებით ივლის და მოსახლეობას ფასდაკლებით მოემსახურება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცნობეს.

მერიის წარმომადგენლის თქმით ნაჩუქარი ავტობუსები ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ოზურგეთში გუშინ ჩამოიყვანეს:

"4 ავტობუსი გადავა მუნიციპალური ტრანსპორტის საკუთრებაში და პირველი ვაკიჯვრის, მეორე შემოქმედის, მესამე ნატანების, ხოლო მეოთხე აჭის მიმართულებით ივლის, რაც შეეხება მეხუთეს, ის გურიის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და განვიტარებას მოხმარდება"- გვითხრეს მერიაში.

 

'.$TEXT['print'].'